top of page

Zero waste gift guide ანუ საჩუქარი რომელიც უარყოფითად არ მოქმედებს გარემოზე

Updated: Jan 7, 2020



შობა-ახალი წელი ახლოვდება, სეზონი, როდესაც უამრავი ჩვენგანი დაუღალავად ეძებს საჩუქრებს ოჯახის წევრების, მეგობრებისა თუ თანამშრომლებისათვის. სამწუხაროდ, ეს ლამაზი, მხიარული და ამაღლებული განწყობის მატარებელი პერიოდი აგრეთვე ასოცირდება ნარჩენების საგრძნობლად ზრდასთანაც. უამრავი ერთჯერადი შესაფუთი ქაღალდი, მუყაო, ეტიკეტები, მილიონობით მისალოცი ბარათი გამოიყენება და საბოლოოდ აღმოჩნდება ბუნებაში ნაგავსაყრელზე. მათ გადამუშავებას კი, საიდუმლო არაა, რომ ათეული წლები სჭირდება. ხშირად ვერც ვიაზრებთ, თუ რამდენად დიდი რაოდენობის ნარჩენებს ვტოვებთ ამ დღესასწაულის შემდეგ, საჩუქრების ყიდვა და მათი ლამაზად შეფუთვა ხომ სრუალიად ბუნებრივია. თუმცა სწორედ ამ ბუნებრიობის გამო 83 კილომეტრ კვადრატი შესაფუთი ქაღალდი აღმოჩნება ნაგავსაყრელზე ან დაიწვება.


საბედნიეროდ, ამ სამწუხარო რეალობის შეცვლა, ნარჩენების შემცირება, დედამიწის მომავალსა და მდგრად განვითარებაზე ზრუნვა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია.


ალბათ, ბავშვობიდან ძალიან ხშირად გაგვიგონია ფრაზა, რომ ნაჩუქრის ჩუქება არ შეიძლება, მაგრამ მართლაც ასეა? იმ საჩუქრების და ნივთების გადაგდებას რომლებსაც მტვერი ედება იმის გამო, რომ ვერ იყენებთ და არ გჭირდებათ სხვადასხვა მიზეზების გამო, ნამდვილად სჯობს ისეთ ადამიანს აჩუქოთ, ვისაც დარწმუნებული ხართ ნამდვილად გამოადგება.


თუ მაინც, გიწევთ რაიმე ახლის შეძენა, ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი საჩუქრები, რომლებსაც არ სჭირდება შეფუთვა. გარდა ამისა, შეგიძლიათ აჩუქოთ ისეთი ნივთები, რომლებიც გამოყენებისას ტოვებს/ქმნის მინიმალურ ნარჩენებს. ამავდროულად, შესაძლებელია მისალოცი ბარათები შეინახოთ და შემდეგ წელს გამოიყენოთ როგორც დეკორაცია, რომელიც საინტერესო მოგონებასაც უკავშირდება.















და მაინც, თუ თქვენ ხართ საქართველოში, შეიძლება ფიქრობდეთ, რომ აქ მსგავსი საჩუქრების პოვნა უბრალოდ ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა შემოგთავაზოთ სადღესასწაულო სეზონის “zero waste gift guide.”


გავითვალისწინეთ, რომ სულ მცირე დრო რჩება ახალ წლამდე და უცხოურ ონლაინ მაღაზიიდან გამოწერა რთულად მოესწრებოდა. ბევრი ძიების შემდეგ კი აღმოვაჩინეთ საქართველოში პირველი და ალბათ ეთადერთი მსგავსი ტიპის მაღაზია - სივრცე - Zero Effect .


რა თქმა უნდა ჩვენ მათ დავუკავშირდით, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მოგვეწონდებინა თქვენთვის; ასე რომ დღევანდელ ბლოგში გთავაზობთ მათთან ჩაწერილ ინტერვიუს.

როგორ და რა მიზეზით გადაწყვიტეთ Zero Effect Space-ის დაარსება? რა არის თქვენი მისია/მიზანი?



ზერო ეფექტი, ეს არის პირველი ნული ნარჩენის სივრცე საქართველოში. მისი დაარსების იდეა მოგვივიდა ერთი იდეით გაერთიანებულ სამ მეგობარს. ჩვენი მიზანია იყო რომ შეგვექმნა სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებდნენ პლასტმასასა და სხვა ერთჯერადი გამოყენების ნივთების ჩანაცვლებას, გაიგებდნენ ნული ნარჩენის ცხოვრების წესის შესახებ და შექმნიდნენ ერთგვარ კომუნას, რომელიც იზრუნებდა ჩვენს გარემოზე.

დიდი ძალისხმევის და შრომის შედეგად შევძელით და დღეს, ერთი წლის თავზე „ზერო ეფექტი“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას დასახული მიზნებისკენ. ძალიან გვინდა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ადამიანებში ცნობადობა გარემოს დაცვით საკითხებზე და წავახალისოთ ადგილობრივი მეწარმეები, აწარმოონ უფრო მეტი გარემოსთან მეგობრული პროდუქცია.




მოგვიყევით თქვენს საქმიანობაზე. რითი გამოირჩევა თქვენი პროდუქცია? რა გამოწვევები გქონდათ ქართულ ბაზარზე?


ჩვენი პროდუქცია გეხმარებათ ჩაანაცვლოთ პლასტმასა ყოველდღიურ ცხოვრებაში და შესაბამისად შეამციროთ ნარჩენი.

გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ტიპის მაღაზია აქამდე არ არსებობდა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენთვის გამოწვევა იყო, თუ როგორ მიიღებდა ქართველი მომხმარებელი მსგავს სიახლეს. იყო ბევრი კითხვები, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა დაგვერწმუნებინა ადამიანები უარი ეთქვათ პლასტმასას ნივთებზე, ქვეყანაში სადაც ნაგვის დახარისხებაც კი არ ხდება.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა, სივრცე უკვე ერთი წელია რაც არსებობს და ყავს საკუთარი ერთგული მომხმარებლები, რომლებიც არიან როგორც ქართველები, ისე საქართველოში მცხოვრები უცხოელები. ვხედავთ ტენდენციას, რომ ადამიანები ცდილობენ გარკვეული, თუნდაც მინიმალური წვლილი შეიტანონ გარემოზე ზრუნვაში და ეს ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია.


შობა-ახალი წელი ახლოვდება და ყველა ემზადება ამ დღესასწაულისათვის. აქტიურად ეძებენ და ყიდულობენ განსხვავებულ საჩუქრებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პერიოდი, როცა ყველაზე მეტი რაოდენობის ნარჩენები გროვდება, თუნდა ავიღოთ მაგალითი შესაფუთი ქაღალდებისა. თქვენ რა გზით უპირისპირდებით ამ პრობლემას და რას სთავაზობთ მომხმარებელს?



აღნიშნულ პერიოდში საგრძნობლად იზრდება ნარჩენის რაოდენობა, ამიტომ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი შესყიდვების განხორციელება. პირველ რიგში, მთავარია რომ განვსაზღვროთ ნამდვილად გვჭირდება თუ არა ამა თუ იმ ნივთის შეძენა. შემდეგ ყურადღება უნდა მივაქციოთ რამდენად გარემოსთან მეგობრული და ფუნქციურია ესა თუ ის ნივთი. მაგალითად ჩვენს მაღაზიაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ წარმოდგენილია ეკო-მეგობრული ნივთები, რომლებიც არის მრავალჯერადი გამოყენების, მარტივად გახრწნადი, გადამუშავებადი ან გადამუშავებული პროდუქტები, შესაბამისად მათი ნეგატიური გავლენა გარემოზე არის მინიმალური.

მაღაზიაში წარმოდგენილია შეფუთვის გარეშე პროდუქტებიც, მაგალითად თავის მოვლის ნაწილი, ამით თავიდან ვირიდებთ ზედმეტ ნარჩენს.



რაც შეეხება შესაფუთ ქაღალდებს, მომხმარებელმა უმჯობესია გამოიყენოს გადამუშავებული ქაღალდისგან დამზადებული ჩანთები/კონვერტები/შესაფუთები, რომელიც ჩემი პირადი აზრით უფრო ლამაზიცაა, ვიდრე ბრჭყვიალა ქაღალდები.


საახალწლოდ რაიმე აქცია იგეგმება?



ახალ წელთან დაკავშირებით მომხმარებელს ვთავაზობთ სასაჩუქრე ნაკრებებს, რომელიც მოთავსებულია გარემოსთან მეგობრულ ყუთში. ასევე სასაჩუქრე ვაუჩერებსა და საახალწლო თემატიკის პროდუქციას.

თქვენს მკითხველს ვულოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს და ვუსურვებთ უფრო მწვანე 2020 წელს!

103 views0 comments

Comments


bottom of page